იურიდიული კონსულტაცია

 

 

უფლება ბლოგი

 

ნარკოპოლიტიკის შეცვლის ახალი სარჩელები

 

მარიხუანას კრიმინალიზაციის კიდევ ერთი მსხვერპლი თბილისში

 

პირველი მარიხუანას აქცია თბილისში

 

დემურ სტურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

 

ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი

 

 

აივ ინფიცირებული დაჯარიმდა მედიკამენტ ეფავირენზის გამო

 
 

 

თავისუფლების აღკვეთა მარიხუანის მოხმარებისთვის არაკონსტიტუციურია

ნარკოპოლიტიკის ცვლილებები სამართლებრივი გზით

ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
30 სექტემბერი, 2016 წელი

ამჟამად უკვე 2016 წლის 29 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების მიხედვით განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა უზენაესი სასამართლოს N771, 775, 776, 777, 786, 787, 788 წარდგინებებზე. ამგვარად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაში წვლილი ასევე უზენაესმა სასამართლომაც შეიტანა.

საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეში ძირითადად უთითებს, რომ წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ

მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ, რადგან უკვე დაადგინა, რომ 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა ან შენახვა მიჩნეულია, როგორც არაპროპორციული სასჯელი და წარმოადგენს წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობას, ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიც უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის, რომელიც თავისი საშიშროებით არ არის იმაზე მეტად საშიში ვიდრე მისი შენახვა.

მოქმედი სისხლის სამართლი კოდექსის 273-ე მუხლი მოიცავს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებისთვის: „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები".
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი: „ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით".

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს ლიბერალური ხაზით მოძრაობას მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან მიმართებაში, ასევე კვლავ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სარჩელი ელოდება განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორიცაა საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ (სრული დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან); კონსტანტინე ლაბარტყავა („ახალი ვექტორის“ თავმჯდომარე), მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ, ასევე დამოუკიდებელი სარჩელი წარდგენილია ვასილ მარდალეიშვილის მხრიდან. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-3 მუხლის 1 და 2 ნაწილებს, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ისეთი უფლებების ჩამორთმევას, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების მართვა; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობა, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნება, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა; საადვოკატო საქმიანობა; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მოსარჩელეები ასევე დავობენ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის ა) პუნქტზე: საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა.

საქართველოს ნარკოპოლიტიკაში, როგორც უახლოეს პერიოდში განვითარებული ცვლილებებით ჩანს, ქვეყანა არ არის უკვე შორს მარიხუანის და ყველა სხვა ნარკოტიკების სრული დეკრიმინალიზაციისგან, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ათწლეულების უმკაცრეს/ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო დეკრიმინალიზაციას ახორციელებს ნარკოპოლიტიკის არა პოლიტიკური, არამედ სამართალწარმოების გზით. ამგვარად მოცემულთან დაკავშირებით იქმნება წარსულში არ დაბრუნების მძლავრი და სტაბილური სამართლებრივი ფუნდამენტი, სწორედ ის ფუნდამენტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და შემდეგ უზენაესი სასამართლოს წარდგინებების მეშვეობით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით