იურიდიული კონსულტაცია

 

 

უფლება ბლოგი

 

მასიური ტესტირებების აღმოფხვრის მცდელობა

 

ზედოზირების შემთხვევებისას სასჯელი არ დაგეკისრებათ

 

 

პირველი მარიხუანას აქცია თბილისში

 

ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი

 

 

პასუხისმგებლობა და უფლებები

 

აივ ინფიცირებული დაჯარიმდა მედიკამენტ ეფავირენზის გამო

 
 

 

ნარკოპოლიტიკის შეცვლის ახალი სარჩელების ეპოქა საკონსტიტუციო სასამართლოში

ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
18 ივნისი, 2016 წელი

სახალხო დამცველი ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის პატიმრობის შეფარდებას არაკონსტიტუციურად აცხადებს და 2016 წლის 15 ივნისს სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელშიც სადავოდ მიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე  მუხლების კონსტიტუციურობა. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმა და ვადით ერთ წლამდე პატიმრობა, არ

შეესაბამება ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისგან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომლებიც ადამიანს ღირსების შემლახველი და არაჰუმანური სასჯელის დაკისრებისგან იცავს.

აგრეთვე სახალხო დამცველის განაცხადში აღნიშნულია, რომ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ აუცილებელ ელემენტს ისეთი ქმედება წარმოადგენს, რისთვისაც პირმა, ერთხელ უკვე აგო პასუხი; ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით აღიარებულ, ერთი და იგივე დანაშაულისათვის მსჯავრის განმეორებით დაკისრების აკრძალვის პრინციპს – „არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“.

უკვე რამოდენიმე ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების და ზოგიერთი პოლიტიკურად სენსიტიური საქმის განხილვის საფუძველზე წლების განმავლობაში დაიძაბა ურთიერთობა საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო შტოს წარმომადგენლებს შორის, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრო და პარლამენტი გამოირჩევა. ამავე დროს აქვე აღსანიშნავია, რომ ასეთმა დაპირისპირებამ შეიძლება შექმნა გარკვეული ნიადაგი მოსარჩელეების სასარგებლოდაც.

ნარკოპოლიტიკის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე გამოიტანა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთ-ერთი მოსარჩელის სასარგებლოდ, მაგალითად 2015 წლის 24 ოქტომბერს საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციურ სარჩელი N592), საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა და სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი სასჯელის დაკისრება ძირითადათ ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობაა.

2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად მორიგი სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში: კონსტანტინე ლაბარტყავა („ახალი ვექტორის“ თავმჯდომარე), მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ, ასევე დამოუკიდებელი სარჩელი წარდგენილია ვასილ მარდალეიშვილის მხირდან. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-3 მუხლის 1 და 2 ნაწილებს, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ისეთი უფლებების ჩამორთმევას, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების მართვა; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობა, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნება, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა; საადვოკატო საქმიანობა; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მოსარჩელეები ასევე დავობენ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის ა) პუნქტზე: საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკა განახორციელოს, რის გამოც აღნიშნული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა სრული დეპენალიზაცია და დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკების მოხმარების, მაგრამ ამავე დროს ეს საქმე ძალიან პროვოკაციულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან შესაძლებელია მოყვეს, როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური შედეგები. თუ ეს საქმე მოგებული იქნება და სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადდება, რომ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სასჯელი არაკონსტიტუციურია, მაშინ პარლამენტს მოუწევს ახალი კანონის მიღება, მაგრამ თუ საქმე წაგებული იქნება და სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში არსებული სადამსჯელო პოლიტიკის მომხრეებს და ხელისუფლებას მიეცემათ მყარი არგუმენტი ნარკოპოლიტიკის შეცვლის მომხრეების წინააღმდეგ.     

 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით