იურიდიული კონსულტაცია

 

 

უფლება ბლოგი

 

ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი

 

 

პასუხისმგებლობა და უფლებები

 

აივ ინფიცირებული დაჯარიმდა მედიკამენტ ეფავირენზის გამო

 

რა არის ნათქვამი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშ

 

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ტრანსპორტი

 
 

 

უზენაესი სასამართლო: უკუძალის დროს სასჯელის პროპორციულობა არ გადაისინჯება

ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
22 დეკემბერი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში განმარტა, რომ ახლად გამოვლენილ გარმოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დროს არ განიხილავდა სასჯელის პროპორციულობას და საქმეში არსებულ სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოწვეულია 2012 წლის 22 მაისის ახლად მიღებული კანონით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ. ახალ კანონში განსაზღვრულია ჰინის და მეთადონის მცირე დოზები, რამაც საშუალება მისცა ბევრ ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ხელახლა მიემართათ სააპელაციო სასამართლოებისათვის და განეხორციელებინათ

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ამავე მუხლის 1 ნაწილზე გადაკვალიფიცირება. საქართველოში უმრავლესობა ნარკოტიკების მომხმარებლებს სასჯელი დანიშნული აქვთ სწორედ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მოქმედი რედაქციის მიხედვით 260-ე მუხლის 1 ნაწილით: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი იგივე ქმედება, ჩადენილი მათ შორის ა) ქვეპუნქტის მიხედვით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.

წარმოდგენილ საქმეში 2010 წლის 28 სექტემბერს მსჯავრდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი, რომელიც სანქციის მაქსიმუმზე ნაკლებია. მას შემდეგ, რაც ახალი კანონი შევიდა ძალაში, 31 წლის მსჯავრდებულმა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 260-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან 1 ნაწილზე გადაკვალიფიცირება, რადგან კანონმდებლობამ შეამსუბუქა სასჯელი და აგრეთვე მოითხოვა, რომ მისი საქმის გარემოებებიც მიეღოთ მხედველობაში და გადაეხედათ მისთვის სასჯელის შემსუბუქების საკითხი. მსჯავრდებულის სასჯელი 260-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან 1 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, მაგრამ სასამართლოს არ მიუღია საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები მხედველობაში და საბოლოოდ მსჯავრდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც 260-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით მაქსიმუმი სასჯელია.

ამ საქმეში (№39აგ-12) მსჯავრდებული დავობდა, რომ მისი სასჯელი კი არ შემსუბუქდა, არამედ დამძიმდა. მსჯავრდებული უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვდა მისი საქმის გარემოებების გადახედვას და სასჯელის შემსუბუქებას.

უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლეების დავით სულაქველიძეს, გიორგი შვლიაშვილის და პაატა სილაგაძს შემადგენლობით უარყვეს მსჯავრდებულის მოთხოვნა და გადაწყვიტეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სასამართლო „არ არის უფლებამოსილი” განიხილოს სასჯელის პროპორციულობა და გადაწყვეტილების სამართლიანობა. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი: „თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

ახალი კანონის მიღებამდე კანონმდებლობით ჰეროინის და მეთადონისთვის არ იყო განსაზღვრული მცირე ოდენობები, ასევე დღემდე არ არის განსაზღვრული ბევრი ნარკოტიკული ნივთიერებების შემთხვევაშიც. გარდა ამისა ექსპერტები და მომხმარებელთა თვითდახმარების საზოგადოება თვლის, რომ 0,2 გრამი ჰეროინი და მეთადონი არ არის სამართლიანი და რეალობასთან შესაბამიი ოდენობა.

უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ თეორიულად ვიწრო ინტერპრეტაციით მიღებული, არამედ უსამართლოც.

2006 წელს ოფიციალურად გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის შემდეგ საქართველოში კვლავ გრძელდება არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა და უშედეგოდ იხარჯება სამართალდამცავ ღონისძიებებზე ორიენტირებით.

 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით