|
საქართველოს
უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25
სექტემბრის გადაწყვეტილების მიხედვით
ლამზირა ჩალაძეს 2001 წლის მარტში
საკეისრო კვეთის შედეგად ქუთაისის #2
სამშობიარო სახლში შეეძინა ბავშვი.
ოპერაციისას დიდი რაოდენობით სისხლის
დაკარგვის გამო დასჭირდა სისხლის
გადასხმა. მისმა ნათესავებმა სისხლი შპს
„ქუთაისის რეგიონალური სისხლის
ბანკი“-სგან შეიძინეს. განხორციელდა
სისხლის გადასხმა და როგორც მოგვიანებით
2005 წლის სექტემბერში აღმოჩნდა სისხლის
გადასხმის შედეგად აივ ვირუსით
დაინფიცირდა, როგორც ლამზირა ჩალაძე ასევე
მისი ახალდაბადებული შვილი.
შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის
ბანკი“-ს უპასუხისმგებლო და ბრალეული
მოქმედებების გამო ლამზირა ჩალაძეს და მის
ოჯახს „უდიდესი მატერიალური და მორალური
ზიანი“ მიადგათ. სტიგმა და დისკრიმინაცია
მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ
წლების განმავლობაში ხორციელდებოდა.
ლამზირას მეუღლე და რამოდენიმე შვილი
ყავდა.
2006 წლის 26 ივნისს ქუთაისის საქალაქო
სასამართლომ ლამზირა ჩალაძის სარჩელი
ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შპს „ქუთაისის
რეგიონალური სისხლის ბანკი“-ს მოსარჩელის
სასარგებლოდ დააკისრა 20 000 ლარის
გადახდა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება
ორივე მხარემ გაასაჩივრა ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოში. ლამზირა ჩალაძემ
მოითხოვა თავისი მოთხოვნის ბოლომდე
დაკმაყოფილება, ხოლო მოწინააღმდეგემ მისი
მთლიანად უარყოფა - 20 000 ლარის
დაკისრების გაუქმებაც, მაგრამ არცერთი
მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილება ისევ ძალაში დარჩა.
ლამზირა ჩალაძეს ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აღარ
გაუსაჩივრებია მიუხედავად იმისა, რომ
მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე.ი.
მხოლოდ 10%-ით - ნაცვლად 200 000
მოსარჩელემ 20 000 ლარი მიიღო.
მხოლოდ შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის
ბანკი“-მა გაასაჩივრა კვლავ
გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს
სასამართლოში და 20 000 ლარის დაკისრებული
თანხის გაუქმება მოითხოვა. შპს „ქუთაისის
რეგიონალური სისხლის ბანკი“-ს
წარმომადგენლები აღნიშნავდნენ:
სასამართოლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ
ლამზირა ჩალაძე დაინფიცირდა დონორის
სისხლის გადასხმის შედეგად, ვინაიდან
დონორის სისხლი აივ ინფექციაზე
გამოკვლეული არ ყოფილა.
უზენაესმა სასამართლომ მოსამართლეთა
შემადგენლობით მიხეილ გოგიშვილი, ნუნუ
კვანტალიანი, მარიამ ცისკაძე: არ
დააკმაყოფილა შპს „ქუთაისის რეგიონალური
სისხლის ბანკი“-ს საჩივარი და აღნიშნა,
რომ მწარმოებელი ვალდებულია მომხმარებელს
მიაწოდოს ინფორმაცია მოსალოდნელი
შედეგების შესახებ, როდესაც ახდენს ისეთ
პროდუქტის რეალიზაციას, რომელიც პირდაპირ
მოქმედებს ადამიანის აბსოლუტურ უფლებაზე -
სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. |