იურიდიული კონსულტაცია

 

 

აივ ინფიცირებული დაჯარიმდა მედიკამენტ ეფავირენზის გამო

 

მეთადონური მკურნალობა ციხეში

 

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ტრანსპორტი

 

მეთადონური ჩანაცვლებითი თერაპია ქალაქ ქუთაისშიც დაიწყო

 

მეთადონური მკურნელობა საქართველოში

 

დუმილის მენტალიტეტი

 
 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ოპიოიდური დამოკიდებულების

მქონე პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობ

ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
29 მარტი, 2009 წელი
 

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით ოპიოიდური დამოკიდებულების მქონე პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობა თბილისში პირველად 2005 წლის 8 დეკემბერს დაიწყო, ნელ-ნელა საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა და 2008 წლის 25 დეკემბრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  გავრცელდა.  საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება გაიზიარა და ჩანაცვლებითი მკურნალობის დაწყებით პროგრესული ნაბიჯი გადადგა ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პატიმარ პირთა რესოციალიზაციის მიზნით. თერაპიის ფინანსირების საკითხი განისაზღვრა, როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი, საქველმოქმედო და კერძო რესურსებით 

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და იუსტიციის მინისტრების 2008 წლის

12-15 დეკემბრის ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრა სასჯელაღსრულებლის დაწესებულებებში ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელების ძირითადი ნორმები.
 
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანებია:
ა)  ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა სომატური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ბ)  აივ ინფექციის, ჰეპატიტებისა და სხვა ინფექციური გზით გადამდები დაავადებების პრევენცია;

გ) ჩანაცვლებითი მკურნალობისა და სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის გზით პაციენტებში მყარი რემისიის მდგომარეობის მიღწევა;

დ) აივ-ინფიცირებულ ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მიერ ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების შეწყვეტა და მათი ფსიქო-სომატური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ე)  ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სანიტარული განათლების გაზრდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის (აივ ინფექცია/შიდსი, სიფილისი, ტუბერკულოზი და სხვა) გამოკვლევისა და მკურნალობის მოტივაციის გაძლიერება
 

ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვისათვის პირი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული, ოპიოიდებზე დამოკიდებულების (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზი და ერთ-ერთი შემდეგი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრეტირეიუმებს აკმაყოფილებდეს

აივ/ინფიცირება, შიდსით დაავადება;
ორსულობა;
თავისუფლების აღკვეთის მომენტისთვის სამოქალაქო სექტორში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მკურნალობა;
ინფექციური ჰეპატიტებით, ტუბერკულოზით და სხვა პარენტერალური გზით გადამდები დაავადებები ან/და ჯანმრთელობის სხვა მძიმე დარღვევები
 
ყოველი პაციენტის მკურნალობა წარმოებს ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით, რომელსაც ადგენს მკურნალი ექიმი და ამტკიცებს საექიმო-საკონსულტაციო კომისია". ინდივიდუალური პროგრამა შეთანხმებული უნდა იყოს პაციენტთან, შესაბამისად პაციენტი პროგრამაში ჩართვის შემდეგ ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომლის მეორე მხარეს წარმოადგენს „საექიმო-საკონსულტაციო კომისია".
 
პაციენტი შეიძლება გარიცხონ პროგრამიდან თუ მან დაარღვია მისთვის განსაზღვრული ვალდებულება, მაგალითად: მკურნალობის რეჟიმი; ექიმის დანიშნულების გარეშე მიიღო ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები; სამედიცინო პერსონალის მიმართ არაკორექტულად მოიქცა და მოახდინა მკურნალობის ხშირი უგულებელყოფა.  
 
ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის ხანგრძლივობა დაიყო ერთ თვემდე, ექვს თვემდე და ექვს თვეზე მეტი ვადით. მკურნალობის სახეებია: ა) ჩამანაცვლებელი პრეპარატით ხანმოკლე დეტოქსიკაცია – ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში; ბ) ჩამანაცვლებელი პრეპარატით ხანგრძლივი დეტოქსიკაცია - ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში; გ) ხანმოკლე ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი პრეპარატის სტაბილური დოზებით მკურნალობა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; დ) ხანგრძლივი ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი პრეპარატის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვეზე მეტი ვადით.
 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით