იურიდიული კონსულტაცია

 

 

უფლება ბლოგი

 

მასიური ტესტირებების აღმოფხვრის მცდელობა

 

 

პირველი მარიხუანას აქცია თბილისში

 

ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი

 

 

პასუხისმგებლობა და უფლებები

 

აივ ინფიცირებული დაჯარიმდა მედიკამენტ ეფავირენზის გამო

 
 

 

მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია

ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
25 ოქტომბერი, 2015 წელი

2015 წლის 24 ოქტომბერს საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციურ სარჩელი N592) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა და სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი სასჯელის დაკისრება ძირითადა ადამიანის წამება , არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობაა.

24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დიდი და პროგრსული ნაბიჯი გადადგა საქართველოს რეპრესიული

ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად და საზოგადოებას დიდი ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა, ასევე კიდევ ერთხელ აამაღლა საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი რეგიონში და ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის  მიხედვით, სადაც ინფორმაცია 2015 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა სასამართლო მიუთითებს, რომ მარიხუანას ოდენობა (70 გარამამდე), რომლის შეძენა/შენახვაში ედება ბრალი მოსარჩელეს, თავისთავად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე, ან გასაღების რეალური საფრთხის არსებობაზე, ხოლო აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.    

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დიდ ოდენობად ითვლება 50-დან 500 გრამამდე მარიხუანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობა, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, არ წარმოადგენს იმდენად დიდ ოდენობას, რომლის შენახვის ფაქტი თავისთავად მიუთითებს გასაღების მიზნის არსებობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელი ვალდებულია კანონით დადგინოს ისეთი კრიტერიუმები, რომელიც საშუალებას მისცემს სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს, შეაფასოს მარიხუანას შეძენა/შენახვის ფაქტის არსებობასთან ერთად, რამდენად არსებობს გასაღების მიზანი (ან რეალური საშიშროება) და სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენოს მხოლოდ გასაღების მიზნით შეძენა/შენახვის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილება დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც საზოგადოებაში საკონსტიტუციო სასამართლო აღიქმება, როგორც გაბრაზებული და გარკვეულწილად დაპირისპირებული საქართველოს პარლამენტთან, რაც განპირობებული იყო მისი 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეში თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია ყოფილი მერის ერთი დღით საპატიმროდან განთავისუფლება, რომელსაც კორუფციაში სდებს ბრალს დღევანდელი ხელისუფლება. სწორედ მოცემულ საქმეზე არაერთი საპირისპირო განცხადებები გააკეთეს ერთმანეთის წინააღმდეგ ერთი მხრივ ხელისუფლების უმრავლესობის წევრებმა, მათ შორის პარლამენტის თავჯდომარემ და მეორე მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ.  

საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გამოუქვეყნებია ოფიციალური გადაწყვეტილება პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აკრძალვის შესახებ, რომლის დანარჩენი დეტალები საზოგადოებისათვის ერთმნიშვნელოვნად დიდ დადებით მოვლენას წარმოადგენს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია მოხმარების საერთოდ დეკრიმინალიზაციის საკითხზე, რადგან დეკრიმინალიზაცია მოსარჩელე მხარის მოთხოვნას და დავის საგანს არ წარმოადგენდა.   

 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით

 
 

 

2005 წლიდან

გახდი მხარდამჭერი

2005 წლიდან

 

 Drug Policy Georgia ვებსაიტი ეძღვნება ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ნარკო პოლიტიკის სფეროში, რომელიც ეფუძვნება ზიანის შემცირებას და ადამიანის უფლებებს. ასევე მიზნად ისახავს აქტიური მონაწილეობის მიღებას ადვოკატირების და ნარკო პოლიტიკის შეცვლაში, ინფორმაციის და იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში