დაპირისპირება ნარკო პოლიტიკს რეფორმისთვის

 

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ტრანსპორტი

 

 მეთადონური მკურნალობის წესი ციხეში

 

ნარკოტიკის მიღების ფაქტის დადგენა 2-4 თვის შემდეგაც ხერხდება

 

მეთადონური მკურნალობა ციხეში

 

ამერიკული Happy End-ი საქართველოში     და მთედონური მკურნალობა

 

  მეთადონური მკურნელობა საქართველოში

 

დუმილის მენტალიტეტი

 

ევრო საბჭოს გამოცემა: ეთიკა   და ნარკომანია

 

 

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში

საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით საქართველოში 2013 წლის 18 მარტის მონაცემებით რეგისტრირებულია: შიდსის ვირუსით ინფიცირების 3724 შემთხვევა. მათ შორის 2732 - მამაკაცია და 992 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2379 პაციენტს, 816 გარდაიცვალა.

ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება კვლავ „მნიშვნელოვან“ გზას წარმოადგენს აივ ვირუსის გადაცემის გზების მიხედვით და 53,0%-ს შეადგენს რეგისტრირებული შემთხვევების.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინარჩუნებს აივ/შიდსის ვირუსის 

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

გავრცელების დაბალ მაჩვენებელს წლების მიხედვით ზრდა შეუქცევადია.

საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი არის საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სამთავრობო სტრუქტურის ორგანო. აღნიშნული ცენტრი 1989 წელს ჩამოყალიბდა.

 

ზიანის შემცირება

ზიანის შემცირება"  გულისხმობს ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირებას საზოგადოებაში და მოიცავს სამედიცინო, სოციალურ და პოლიტიკურ მიდგომას.

როდესაც ლაპარაკია ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის გავრცელებაზე შეუძლებელია არ ვახსენოთ ზიანის შემცირება", როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებით ეფექტური საშუალება აივ/შიდსისა და სხვა სისხლის გზით გადამდები დაავადებების გავრცელების შეჩერებისათვის.

ზიანის შემცირება" მოიცავს კომპლექსურ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ნარკოტიკის მომხმარებლებს შორის, მაგალითად შპრიცების გაცვლა, მეადონური მკურნალობა (ჩანაცვლებითი თერაპია), ელემენტარული სამედიცინო განათლება, სოციალური მუშაკების მუშაობა რისკ ჯგუფებთან და ა.შ.

ზიანის შემცირების" პროგრამები პირველად 80-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დაიწყო , ხოლო შემდეგ აზია, კავკასია და ევროპის აღმოსავლეთ ნაწილიც მოიცვა.

უკანასკნელ წლებში ზიანის შემცირების პროგრამები არა მარტო რაოდენობრივად არამედ ხარისხობრივადაც შეიცვალა, რამოდენიმე ქვეყანაში კი ზიანის შემცირება" სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილად აღიარეს.

 

შპრიცების გაცვლა

შპრიცების გაცვლა გულისხმობს ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა უფასოდ სტერილური შპრიცებით უზრუნველყოფას.

მისი ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პროგრამის მონაწილე კლიენტი" ნახმარ შპრიცს, სტერილურ შპრიცზე ცვლის. საბოლოოდ კი ვირუსიანი შპრიცი სანიტარული დაცვის წესებით ნადგურდება. აღნიშნული ხელს უწყობს, როგორც სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების შეჩერებას ასევე ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის ნდობის მოპოვებას და საბოლოოდ კი მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. 

ჩანაცვლებითი თერაპია

ზიანის შემცირების არსი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ადამიანმა საერთოდ უარი თქვას ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე, რის ნათელ მაგალითსაც მეადონური ანუ ჩანაცვლებითი თერაპია წარმოადგენს.

ჩანაცვლებითი მკურნალობა ხელს უწყობს:
  • არალეგალური ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას ან სრულად შეწყვეტას;
  • კრიმინალური ქმედებების შემთხვევათა შემცირებას;
  • ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული დოზის გადაჭარბებისა და სიკვდილის შემთხვევების შემცირებას;
  • ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებასთან დაკავშირებული სისხლით გადამდები ინფექციების: აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტებისა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკას;
  • პაციენტების ჯამრთელობის საერთო გაუმჯობესებას;

  • პაციენტის რესოციალიზაციას

ზემოქმედება ნარკოპოლიტიკაზე

ზიანის შემცირების პოლიტიკა ძირითადად დაფუძნებულია ჰუმანურ პრინციპებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და საზოგადოებაში იმ ზიანის შემცირებაზე, რაც გამოწვეულია ნარკოტიკების მოხმარებით და აივ/შიდსის ვირუსით

ზიანის შემცირება ხელს უწყობს კანონმდებლობის სრულყოფას, მის ლიბერალიზაციას, რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას, ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრას,

საზოგადოების ინტერესების დაცვას და ამგვარად პოზიტიურ ზემოქმედებას სახელმწიფო პოლიტიკაზე.