იურიდიული კონსულტაცია

 

 

დოზის გადაჭარბების საერთაშორისო დღე

 

მორიგი ამნისტიის აქტი

 

დაპირისპირება ნარკო პოლიტიკს რეფორმისთვის

 

უფსკრული იდეალურსა და რეალურ შორის

 

ნარკო პოლიტიკა საჯარო ინტერესის სფეროა

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ტრანსპორტი

 

მეთადონური მკურნალობის წესი ციხეში

 

საქართველო ნარკო პოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე

 

მეთადონური მკურნალობა ციხეში

 

მეთადონური ჩანაცვლებითი თერაპია ქალაქ ქუთაისშიც დაიწყო

 

კანონმდებლობა  ნარკო პოლიტიკის სფეროში

 

ნარკოტიკის  მიღების ფაქტის დადგენა 2-4 თვის შემდეგაც ხერხდება

 

ახალი ნარკოპოლიტიკა  ახალი საქართველოსთვის

 

მიხეილს სააკაშვილი აცხადებს, რომ 8000 ნარკოტიკების მომხმარებელია დაკავებული

 

 

მეთადონური მკურნელობა საქართველოში

 

დუმილის მენტალიტეტი

 

ევრო საბჭოს გამოცემა: ეთიკა   და ნარკომანია

 
 

ამერიკული  “Happy End -ი საქართველოში

და მეადონური  მკურნალობა

ერთ ჩვეულებრივ დღეს ამ ვებსაიტის მეშვეობით მივიღე კიდევ ერთი მორიგი წერილი სასოწარკვეთილი ადამიანისგან, რომელიც დახმარებას ითხოვდა. მას თავის მეგობრის მეუღლის ჩამოყვანა სურდა საქართველოში, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირია და არის აშშ-ს მოქალაქე. მისი სასოწარკვეთა გამოწვეული იყო სახელმწიფო და  სამედიცინო ორგანიზაციების წარმომადგენელების არაპროფესიონალიზმით. მისი მთავარი შეკითხვა იყო ძალიან მარტივი, რადგანაც სურდა გაეგო თუ რომელი კანონი აწესრიგებდა აშშ-ს მოქალაქის ჩამოსვლას, რომელსაც სურდა საქართველოში ჩამოეტანა მკურნალობისათვის განკუთვნილი პრეპარატი მეთადონის

გარკვეული რაოდენობა. ნდობის განმტკიცების შემდეგ მან თქვა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ამერიკის მოქალაქე პირადად მისი მეუღლე იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ამ ეტაპზე არ შეწყვეტილა და გრძელდებოდა რამოდენიმე თვის განმავლობაში, რადგანაც იგი სხვა მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხელისუფლებისთვის ეს შემთხვევა პრეცედენტი აღმოჩნდა და ადრე ”კანონიერად” არავის გადაუკვეთია საქართველოს საზღვარი ამ რაოდენობის მეადონით ხელში. ამჟამად იგი თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და ძალიან ბედნიერია და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს ვინც გულისხმიერება გამოიჩინა და დაეხმარე, ამიტომ თავად ხალისით დათანხმდა თავისივე სიტყვებით დაეწერა ყველაფერი, რაც თავად გადახდა...

ლევან ჯორბენაძე

და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 2006 წლის იანვარს გავიცანით. ამავე წლის აპრილს დავქორწინდით ამერიკაში. ის ამერიკელია მე კი საქართველოს მოქალაქე ვარ. ჩემი კანონ-მორჩილების გამო გადავწყვიტე არ დამერღვია სავიზო რეჟიმი, დავბრუნდი საქართველოში და აქედან გადავწყვიტე საემიგრაციო საბუთების მომზადება. საბუთების მომზადებას დიდი დრო დასჭირდა, თითქმის უკვე ერთი წელი ხდება, ამიტომ როდესაც ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა ”დავდექით” საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე რადგანაც იგი ამერიკაში მეთადონის კლინიკაში მკურნალობს, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელ მეთადონის კლინიკებში ადგილები ძალზე გადატვირთულია, ასობით ადამიანი დგას რიგში, ჩემი მეუღლეც ჩავწერე ერთ-ერთ ასეთ კლინიკაში დაახლოეებით 2006 წლის ივნისის თვეში მაგრამ მისი რიგი ჯერ კიდევ არ მოსულა და ღმერთმა იცის როდის მოვა, არც არავინ დამკავშირებია ამ კლინიკის წარმომადგენლებისგან...

 ადავწყვიტე წავსულიყავი აეროპორტში და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის აეროპორტში მეკითხა რა კანონიერი გზა არსებობდა იმისათვის რომ ჩემს მეუღლეს კუთვნილი დოზა მეთადონი შემოეტანა საქართველოს ტერიტორიაზე. პასუხად მივიღე - "როგორ გეკადრებათ ქალბატონო მეთადონი ნარკოტიკული საშუალებაა და აუცილებლად დავაკავებთ". სასოწარკვეთილი და თავზარდაცემული დავბრუნდი სახლში, მივუჯექი კომპიუტერს და ინტერნეტში გადავწყვიტე მომეძია კანონი რომელიც აწესრიგებდა ნარკომანიასთან დაკავშირებულ პრობლემებს. საძიებელში მოძებნილ ყველა მისამართზე გავაგზავნე კითხვა (“უცხოეთში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონით გათვალისწინებული ნორმებით აქვს თუ არა უფლება საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანოს კუთვნილი დოზა მეთადონი პირადი მოხმარებისთვის?”) რომელიც ჩემს ზემოხსენებულ პრობლემას ეხებოდა. მხოლოდ ერთი ადამიანი გამომეხმაურა და გამოიჩინა გულისხმიერება Drug policy Georgia ვებ გვერდიდან. აღნიშნული ვებ საიტის იურისტი ნარკომანიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობს. მისი რჩევა დარიგების შედეგად ჩემი პრობლემა მივწერე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინისტრის ლადო ჭიპაშვილის სახელზე. დაახლოეებით სამი კვირის შემდეგ მე მივიღე ოფიციალური წერილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან რომელშიც მითითებული იყო ის მარეგულირებელი კანონები რომლის თანახმადაც ჩემს მეუღლეს შეეძლო უცხოეთში გაცემილი რეცეპტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა ექიმის კოორდინატები შემოეტანა კუთვნილი დოზა მეთადონი.

LDrug policy Georgia  -ის კონსულტანტის დახმარებით მოვიპოვე ზემოაღნიშნული კანონთა ნუსხა, ჩემს მეუღლეს გამოვაგზავნინე ექიმის რეცეპტის ასლი სადაც ასევე მითითებული იყო მისი დღიური დოზა და წამლის საერთო ჯამი გამრავლებული მის აქ ყოფნის დღეთა რაოდენობაზე, ასევე ამ ყველა საბუთს თან დავურთე ჯანდაცვის სამინისტროს წერილი და ისევ წავედი აეროპორტში საბაჟოს თანამშრომლებთან და ვაჩვენე ყველა დოკუმენტი.

აბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები ისევ დაიბნნენ იმიტომ, რომ ამის მსგავსი მათ არც არაფერი ჰქონდათ გაგონილიც ჩემს მისვლამდე, წესით კი უნდა სცოდნოდათ, მაგრამ?. . . საბაჟო განყოფილებამ გამაგზავნა აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგრეთწოდებულ სოდ-ის წარმომადგენლებთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დავუტოვე ჩემს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის ქსერო ასლი და მაინც ყოველ შემთხვევაში ოფოციალური წერილით მივმართე შსს-მინისტრს რომ მოეცა ნება არსებული საბუთების თანახმად ჩემი მეუღლე ჩამოსულიყო საქართველოში, ასევე მივუთითე ჩემი მეუღლის მოფრენის რეისი. მე პირადად სოდ-ის წარმომადგენლებთან ერთად დავხვდი ჩემს მეუღლეს, შეამოწმეს მისი ბარგი და რეცეპტით გათვალისწინებული წამლის ოდენობა და იგი უპრობლემოთ შემოვიდა საქართველოში.

იდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც დამეხმარა საბუთების მომზადებაში, ასევე ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს რადგან ისინი ჩემს მიმართ როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის მიმართ იყვნენ აბსოლიტურად გულისხმიერები და ოპერატიულები. ასევე მინდა ვურჩიო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ თუ კი ისინი იქნებიან გულახდილნი და ობიექტურები საკუთარი ქვეყნის აღმასრულებელი თუ სხვა ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიმართ ისინი აუცილებლად მიიღებენ დახმარებას და გულისხმიერებას. ვითხოვოთ და მოგვეცემა.

აც შეეხება მეთადონის პროგრამის ჩანაცვლების ცენტრებს მსოფლიო და ქართულ რეალობას სჭირდება უფრო მეტი კლინიკა ვიდრე დღეს გაგვაჩნია, ეს არის ერთ-ერთი რეალური საშუალება დღესდღეობით, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლები თანდათან ჩამოშორდნენ ამ მავნე ჩვევას. ჩემმა მეუღლემ ერთხელ მითხ რაში გჭირდება ჩემნაირი ადამიანი მე ხომ ფაქტიურად დაავადებული ვარ ამ უკურნებელი სენითო? მე კიდევ ვუპასუხე მერე რა მოხდა მე შენ მიყვარხარ და მე კიდევ შენი სიყვარულის სენით ვარ დაავადებული, შენი ნარკომანიის სენს რაც ეხება ჩემი სიყვარულის სენი უფრო მძიმე და გადამდებია ამიტომ შენი ნარკომანიის ბაქტერიებს მოერევა და სულ მალე ორივე მარტო სიყვარულის სენით ვიქნებით დაავადებულები მეთქი.

ოგჯერ კარგი იქნება ჩვენც თუ ცოტა სხვა თვალით შევხედავთ ამ პრობლემას და ნაცვლად იმისა რომ ნარკომანებს, მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი ჩვენი რამდენად ახლობელი ან შორეუელი იქნება სხვა კუთხით დავანახოთ ცხოვრება და მოვახერხოთ ცხოვრების სილამაზე ნარკოტიკის გარდა სხვა სულიერად ფასეულ ღირებულებებში წარმოვუდგინოთ. მათთვის ნარკოტიკი ხომ რაღაცის ჩანაცვლებაა, იქნებ მათ წამალს ჩვენი სიყვარულით ვუწამლოთ ამაზე დიდი მადლი ჩვენთვის როგორც უბრალო მოკვდავთათვის მეტი რა უნდა იყოს. თუნდაც ჩვენი ცხოვრების მანძილზე ერთი ნარკომანის სული მაინც გადავარჩინოთ. მე არც ფრთები მაქვს, არც ვარდისფერი სათვალე და არც ღრუბლებში დავფრინავ, მაგრამ ეს უკვე გამომივიდა ღვთის მადლით, თქვენც სცადეთ იქნებ გამოგივიდეთ . . .

 

მარიჰუანა უნდა იყოს ლეგალიზებული!

წერილი, რომელიც მარიჰუანას ლეგალიზაციას ეხება, ასევე Drug Policy Georgia ვებ პორტალის ერთ-ერთმა "ვიზიტორმა" მომწერა და წერილის შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს აღნიშნული ვებ პროტალის ადმინისტრაციის მოსაზრებებს. წერილს რედაქტირების გარეშე გთავაზობთ.

ავტორი: lancelot33@posta.ge

შაბათი, 10 ნოემბერი 2007, 16:35:36

გამარჯობათ!

ჩვენ იმიტომ გადავწყვიეთ დაგვეწერა თქვენთვის, იმედია თქვენ მაინც გააგებინებთ ამ მთავრობას იმას რაზეც გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება! ჩვენ გვაწუხებს ნარკომანიის პრობლემა, ისევე როგორც ყველას მსოფლიოში. ჩვენ ვფიქრობთ რომ ნარკოტიკს მომხმარებელს არ უნდა აპატიმრებდნენ კი არა,
არამედ, არც ადმინისტრაციული ჯარიმით არ უნდა დაისაჯოს, რის შედეგად მას მოყვება დანაშაულის ზრდა საქართველოში.

ანუ აგიხსნით, უკაცრავად და გვაპატიედ ქუჩური ენით... იმ ისედაც საწყალ ნარკომანს იმის ფული არ აქვს რომ შეიძინოს ის სასურველი და სანატრებელი ნარკოტიკი და აკეთებს ყველაფერს რომ იშოვოს ფული, ოჯახს ტოვებს მშიერს, იპარავს სახლიდან, ზოგი ქვაბებსაც იპარავს და ამ გუმაძღარ მთავრობას საიდან უნდა მოუტანოს ის ჯარიმა რომელიც დაეკისრება, ის იძულებული გახდება მოიპაროს და მთავარი: საერთოდ თუ გვინდა რომ ჩვენ მოვიცილოთ ნარკომანია, ნუ ან შევამციროთ, მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელი მისი პირველი წამალია მარიჰუანა, არავინ და არც-ერთ მეცნიერმა არ თქვას, რომ მარიჰუანას აქვს ნარკოდამოკიდებულობა, ან გადავიდეს მძიმე სხვა ნარკოტიკზე. არც-ერთმა მეცნიერმა არ თქვას, ეს ტყუილია. მე პირადათ ვეწეოდი მარიჰუანას 20 წელი და არასდროს არ გამისინჯია სხვა აიმე სახის ნარკოტიკი. დამიჯერეთ ეს ყველაფერი არის ადამიანზე დამოკიდებული. მარიჰუანა უნდა იყოს ლეგალიზებული - ესაა პირველი წამალი ნარკომანიის დასაძლევად. იმ ნარკომანს, რომ არა აქვს ნარკოტიკი ის გადადის ალკოჰოლზე და ალკოჰოლი ნებისმიერი ნარკოტიკზე უარესია, რის შედეგადაც იღუპება უამრავი ხალხი, მარა მარიჰუანით მკვდარი კაცი მე არ მინახავს, ტყუილია. აი ესაა და ეს. ბევრი შემიძლი მაგაზე ლაპარაკი. კანადში მარიჰუანა ცნეს კიბოს საწინაამღდეგო წამლად და მეტიც არის ლეგალიზებული. გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება.

 

კვირა, 11 ნოემბერი 2007, 10:13:12

გამოკვლევამ არ დაადასტურა კავშირი მარიხუანასა და კიბოს შორის. უმსხვილესმა ოდესმე ჩატარებულთა შორის გამოკვლევამ ავენა, რომ მარიხუანის მოწევა, თუნდაც ყოველდღე და დიდ რაოდენობებში, არ იწვევს ფილტვების კიბოს.

ახალი მონაცემები  ”იყ მოსალოდნელი ჩარჩოების გარეთ ”,  ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ( ლოს - ანჯელესი ) პულმონოლოგი დონალდ ტაშკინი, რომელიც ეწევა მარიხუანის მეცნიერულ გამოკვლევებს უკვე 30 წლის განმავლობაში.
”ჩვენ გვეგონა, რომ იქნება პირდაპირი კავშირი მარიხუანის მოწევასა და ფილტვების კიბოს შორის, და ეს კავშირი გაძლიერდებოდა მარიხუანის მოწევის სიხშირის პირდაპირ
პროპორციულად”, თქვა მან. ”მაგრამ ამის მაგივრად ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ვერანაირი კავშირი მათ შორის, პირიქით, გამოვთქვით აზრი, რომ მარიხუანა
როგორღაც იცავს ფილტვებს კიბოსაგან”.

ქვეყნის ჯამრთელობის და ნარკოტიკების მიმოქცვის ძალოვანები, ადრე ხშირად სარგებლობდნენ მარიხუანის შესახებ ტაშკინის წინა ნამუშევრებით, იმისთვის რომ დაემტკიცებინათ, რომ მარიხუანო საზიანოა. თვითონ ტაშკინი კი ამბობს, რომ იმისდა მიხედვით, რომ მაინც თვლის მარიხუანას როგორც პოტენციურ საფრთხედ, მისი კანცეროგენული თვისებები მიაჩნია ნაკლებად სახიფათო, ვიდრე ეს ითვლებოდა უწინ. წინა ნამუშევარმა დაადგინა, რომ მარიხუანა შეიცავს ისეთივეს, როგორც თამბაქოში, პოტენციურად სახიფათო კანცეროგენულ ნავთიერებებს, თქვა მან. მაგრამ, ამასთანავე, მარიხუანას შემცველობაში შედის ტგკ (ტეტრაგიდროკანაბისი), რომელსაც შეუძლია ძველი უჯრედების განადგურება, და ასეთი ხერხით კიბოს აღმოფხრვას. ტაშკინის მოცემული გამოკვლევა იყო დაფინანსებული ჯანმთელობის და ნარკოტიკების საზიანო მოხმარების ნაციონალური ინსტიტუტის შემადგენლობაში მყოფი
სახელმწიფო დაწესებულების მიერ. ამ გამოკვლევაში მიიღო 1200
-მა ადამიანმა ლოს - ანჯელესიდან, რომელთაც ჰქონდათ ფილტვების, თავის ან ყელის კიბო, და 1040 ადამიანმა დაავადების გარეშე. ისინი შერჩეულნი იყვნენ ასაკის, სქესის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მათ ყველას დაუსვეს კითხვები მარიხუანის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების თაობაზე მათი ცხოვრების მანძილზე. ყველაზე ძლიერმა მარიხუანის მწეველებმა მოიხმარეს იგი 22 000 ჯერ, უფრო ზომიერებმა - 11 000 - 22 000 ჯერ. ტაშკინმა აღმოაჩინა, რომ მარიხუანის ყველაზე ხშირ მომხმარებლებს არ აღენიშვნებოდა ზრდა კიბოს იმ სამი სახეობის, რომლებიც იყვნენ გამოყენებული გამოკვლევის დროს (ანუ თავის, კისრის და ფილტვების კიბო).

”ეს გახლავთ უმსხვილესი გამოკვლევა ჩატარებული ”მოვლენა-კონტროლის” მეთოდით, და ყოველმა მონაწილემ შეავსო პასუხებით დიდი საკითხების სია, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით”, თქვა მან. ”ამორჩევის სისტემური შეცდომა შეიძლება შეიპაროს ნებისმიერ გამოკვლევაში, მაგრამ ჩვენ მაქსიმალირად გავაკონტროლეთ შესაძლებელი შეცდომაზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორი, და მე ვარ დარწმუნებული, რომ მიღებული მონაცემები ასახავენ რეალურ მნიშვნელობას”.

იმ დროს, როცა არ არის ნაპოვნი კავშირი მარიხუანის მოწევასა და კიბოს შორის, გამოკვლევის მონაცემები იყო წარმოდგენილი ამერიკის კორაკალური საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციაზე, და ადასტურებდნენ იმას, რომ ფილტვების კიბოთი დაავადების რაოდენობა იმ ადამიანებს შორის ვინც სიგარეტის 2 ან მეტი შეფუთვის (პაჩკის ) მოწევას აწარმოებს, 20 - ჯერ მეტია.

კანაფი როგორც ფილტვების კიბოს მკურნალობის ნაწილი

ჯონატან მ. გიტლინი
გამოცემულია: 18 აპრილი 2007

კანაბისი აგრეთვე გამოიყენება ძირითადათ მისაწევის სახით, და აქამდე მას არ გამოუწვევია დაავადება კიბოთი. ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებული გამოკვლევების ჯგუფმა დაადგინა ის, რომ კანაბისს გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო პოტენციალი, უფრო სწორედ მის ერთ-ერთ კომპონენტს - დელტა - ტეტრაგიდროკანაბი
ოლს ( ტგკ ).

ტგკ ახერხებს ზეგავლენას ორ რეცეპტორზე: CB1-ზე და CB2-ზე. ეს რეცეპტორები არიან განთავსებული თავის ტვინში და მის პერიფერიულ ქსოვილებში. ტვინში CB1 - ის აქტივაცია პასუხს აგებს კანაბისის ფსიქოატიურ ეფექტებზე, და იწვევს სისხლძარღვის კედელში არტერიული წნევის დაცემას, ხოლო CB2 მონაწილეობას იღებს იმუნური ფუნქციის მოდულირებაში. ასევე დაფიქსირებულია, რომ CB1 და CB2 რეცეპტორები არსებობენ კიბოთი დაზიანებულ ფილტვების ქსოვილების და უჯრედოვანი ხაზების უჯრედების ბიოპტატებში. მიმდინარე გამოკვლევის დროს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მკურნალობამ ტგკ - ს დახმარებით ამცირებს ამ უჯრედოვანი ხაზების ზრდის ტემპებს და იწვევს სიმსივნის ზომისა და წონის კლებას ფილტვების კიბოთი დაავადებულ თაგვების ორგანიზმში. კანაბისი ადრეც გამოიყენებოდა როგორც ღებინების რეფლექსის დამრთგუნავი საშუალება იმ პაციენტებისთვია, რომლებიც გადიოდნენ ქიმიოთერაპიის კურსს.

და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლებელია, რომ გამოვიყენებთ კანაბისს როგორც კიბოს საწინააღმდეგ სამკურნალო საშუალებას. და ეს არ არის მარტო ის მიზეზი რომ იყოს ლეგალიზებული, მიზეზი არის უამრავი, შემცირდება შიდცის ავადმყოფობა საქართველოში და მოხსნის იმ ბევრ პრობლემას რომელიც აწუხაბს ხელისუფლებას რაც გამოიწვევს დანაშაულების ნაკლებობას ქვეყანაში, ტურისტების მოზიდვას და ეკონომიკურ ზრდას. მარიჰუანა უნდა იყოს ლეგალიზებული!