იურიდიული კონსულტაცია

 

 

უფლება ბლოგი

 

აივ ინფიცირებული დაჯარიმდა მედიკამენტ ეფავირენზის გამო

 

ნარკო პოლიტიკა დიდი პოლიტიკისთვის

 

დოზის გადაჭარბების საერთაშორისო დღე

 

ახალი კანონმდებლობა აივ/შიდსის შესახებ

 

მკურნალობის წიგნიერების და ადვოკატირების სახელმძღვანელოები

 

„C” ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართათვის  სამედიცინო მომსახურების გაწევის სტრატეგია

 

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები

 

ნარკოტიკების კვლევის გამოძახილი (2010)

 

გიორგი თორთლაძეს ინიციატივა

 

პანღური და ნარკოტიკები

 

მორიგი ამნისტიის აქტი

 

დაპირისპირება ნარკო პოლიტიკს რეფორმისთვის

 

უფსკრული იდეალურსა და რეალურ შორის

 

ნარკო პოლიტიკა საჯარო ინტერესის სფეროა

 

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ტრანსპორტი

 

 მეთადონური მკურნალობის წესი ციხეში

 

საქართველო ნარკო პოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე

 

მეთადონური მკურნალობა ციხეში

 

მეადონური ჩანაცვლებითი თერაპია ქალაქ ქუთაისშიც დაიწყო

 

ამერიკული Happy End-ი საქართველოში     და მეთადონური მკურნალობა

 

მეთადონური მკურნელობა საქართველოში

 

სუბუტექსთან დაკავშირებული საქმე სტრასბურგში

 

ყველა  ციხეში!

 

კანონმდებლობა  ნარკო პოლიტიკის სფეროში

 

ევრო საბჭოს გამოცემა: ეთიკა   და ნარკომანია

 
 
 

 

< ახალი ნარკოპოლიტიკა - ახალი საქართველოსთვის >
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი

15 მარტი, 2008 წელი

 აქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი წერეთელის და „გლობალური ფონდის“ ექსპერტთა ავტორობით პარლამენტს განსახილველად წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოს ნარკოპოლიტიკაში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება  ნარკოტიკული  საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში და რაც მთავარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.

- ნარკოტიკული  საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონი -

არკოტიკული  საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი მიზანია  აღნიშნული კანონის გაეროს 1961 წლის ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიანი კონვენიციის, 1971 წლის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ კონვენციისა და 1988 წლის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ კონვენციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. გამომდინარე აღნიშნულიდან გადახედვა მოხდება ასევე უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და უშუალო პრეკურსორების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მომავალში საქართველო აღარ იქნება დამრღვევი გაეროს საერთაშორისო კონვენციების, რის გამოც 2007 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს ადვოკატების მიერ წარედგინა განაცხადი ბასილაძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული ორგანიზაციის წევრებმა ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობის დროს, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულს ეხებოდა კერძოდ „სუბუტექსის“ შეძენა-შენახვას, აღმოაჩინეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევდა გაეროს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ საერთაშორისო კონვენციებს. ამ კონვენციების მიხედვით სუბუტექსი, რომელიც ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს არის არა ნარკოტიკული, არამედ ფსიქოტროპული ნივთიერება, მაშინ როდესაც საქართველოს კანონმდებლობით იგი აღიარებულია, როგორც ნარკოტიკული ნივთიერება.

მჟამად კანონპროექტით გამოსწორებულია ტერმინთა განმარტება და განსაზღვრულია რა არის ფსიქოტროპული ნივთიერება და რა ნარკოტიკული ნივთიერება. შესაბამისად წარმოდგენილია განსხვავება ტერმინებს შორის, რომელიც გაეროს კონვენციებში ფუნდამენტური  განსაზღვრებაა. „მაგალითისთვის, მოქმედი კანონი აყალიბებს აკრძალვებს ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების მოყვანასთან დაკავშირებით, თუმცა არ იძლევა ასეთი მცენარეების განმარტებასა და ჩამონათვალს“. კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია ნარკოტიკული დახმარების პრინციპებისა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობის წესები.

ანონის პროექტით წარმოდგენილია ახალი ტერმინი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ასევე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა იყოს გამოყენებული. ფსიქოაქტიური ნივთიერება განისაზღვრება, როგორც „ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და იწვევს მისი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას.  მოქმედი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონისგან განსახვავებით განმარტებულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერმინი: „დამზადება - ყველა ის პროცესი, გარდა წარმოებისა, რომლის საშუალებითაც შეიძლება მიღებულ იქნეს ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება ან უშუალო პრეკურსორი, ასევე ერთი ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების სხვა ნარკოტიკულ საშუალებად/ფსიქოტროპულ ნივთიერებად გარდაქმნა. დამზადება მოიცავს, ასევე პრეპარატების დამზადებას, გარდა იმ პრეპარატებისა, რომლებიც მზადდება აფთიაქებში“.  კანონის პროექტით განსხვავებულად  და ახლი ტერმინების სახით განისაზღვრება: „მომხმარებელი - პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, მაგრამ მის მიმართ არა აქვს ჩამოყალიბებული დამოკიდებულება“; „ნარკომანია - დაავადება, რომელიც ხასიათდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულებით“; „წამალდამოკიდებულება - დაავადება, რომელიც ხასიათდება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით“; ნარკომანიით დაავადებული პირი - პირი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი აქვს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების დიაგნოზი“ და სხვა. 

ნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღნიშნული კანონის პროექტით ნარკოტიკების მომხმარება შეიძლება გახდეს პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნარკოტიკული ნივთიერებებს მოიხმარენ სამკურნალო მიზნით და პირს გააჩნია ამის დამადასტურებელი ექიმის დანიშნულება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ლიბერალურ მიდგომად. სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი შეიძლება განისაზღვროს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც პირი უკვე ნარკომანიით არის დაავადებული, არ გააჩნია შესაბამისი ექიმის დანიშნულება და/ან ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუდგინდა.  

ნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს კანონის პროექტით ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოკვლევის, დიაგნოსტიკის, შემოწმების, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების, ინფორმაციის შეგროვების და კანონით გათვალისწინებული საინფორმაციო ბანკში „თავმოყრის“ უფლებამისლების დელეგირება მთლიანდ სქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის. ნარკომანიით დავავდებული პირის მკურნალობის შემთხვევაში  სპეციალიზირებულ ნარკოლოგიურ დაწესებულებებს უფლება აქვთ საინფორმაციო ბანკში ინფორმაცია გააგზავნონ პერსონალური მონაცემების გარეშე. ასეთი მონაცემები წარმოადგენს საექიმო საიდუმლოებას, რომლის განსაიდუმლოება ხდება მხოლოდ პაციენტის თანხმობით ან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი -

დმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლები, რაც ითვალისწინებს შესაბამის ჯარიმებს და რომლითაც წესრიგდება საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო პირობებისა და ლეგალური ბრუნვის წესები, ფსიქოაქტიური ნივთიერებების რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შექმნის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის დადგენილი წესების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების დანიშვნის და გამოწერის წესების დარღვევებისა და ლეგალურ სფეროში ანგარიშგების მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის. ახლებურად ყალიბდება კოდექსის 45-ე მუხლი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების პირადი მოხმარებისათვის მცირე ოდენობით უკანონო შენახვის, დამზადების, შეძენის შემთხვევაში და ასევე ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის, სადაც აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება სავალდებულო მკურნალობა. ჯარიმების ოდენობა განისაზღვრება პირველ ჯერზე 300-დან და განმეორების შემთხვევაში 600 ლარი, ხოლო თუ პირმა წლის განმავლობაში კვლავ ჩაიდინა 45-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ორჯერ ან მეტჯერ გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარამდე ან 30 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

არყოფით სიახლეს წარომოადგენს ის ფაქტორი, რომ თუ პირი უარს განაცხადებს შემოწმებაზე, კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტი ითვლება დადასტურებულად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ე.ი თუ პოლიციელი ან სხვა უფლებამოსილი პირი ეჭვს მიიტანს პირზე, რომ ის ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაშია და არ დაემორჩილება პოლიციელის მითითებას შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევაზე მის წარდგენასთან დაკავშირებით მაშინ დაჯარიმდება და უფრო მეტიც წარდგენილი იქნება სასამართლოს წინაშე მისთვის 30 დღიანი პატიმრობის შეფარდების მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონროექტი არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლის გარემოებას - უარის თქმას ლაბორატორიულ გამოკვლევაზე, რომელიც მრავალი შეიძლება იყოს.

45-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ორჯერ ან მეტჯერ ჩადენის შემდეგ ჯარიმის თანხის გადახდისას, სახდელდადებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს მკურნალობის კურსი შესაბამის სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში, ჯარიმი თანხის ოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ პირს ეძლევა შესაძლებლობა თავისივე გადახდილი ჯარიმის თანხით იმკურნალოს მის მიერ არჩეულ შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაში.

- საჯარო სამსახურის შესახებ კანონი -

აჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მიზნად ისახავს ახალი კანონის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების უფრო ნათლად ჩამოყალიბებას და მათი ეფექტიანობის ზრდას ნარკოტიკულ დანაშაულთან საბრძოლველად. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 98-ე მუხლის პირველ პუნქტის ჩამონათვალს ემატება „ზ“-ე ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მე-II და მე-III სიაში შეტანილ ნივთიერებების მოხმარების ფაქტი.

- სისხლის სამართლის კოდექსი -

არდგენილი კანონპროექტის მიხედვით უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდება მთლიანად სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII-ე თავში. კანონპროექტის განმარტებით ბარათში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების მიზეზებად დასახელებულია: „ერთის მხრივ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ახალი კანონის პროექტის შემუშავება და მეორეს მხრივ - ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების აუცილებლობა, ვინაიდან დღეისათვის არსებული საკანონმდებლო ბაზა ამ მხრივ არასაკმარისად ეფექტურია და საკმარისად ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს ადექვატურ რეაგირებას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩადენაზე“. 

ანმარტებითი ბარათის მიხედვით კანონპროექტის ძირითად არსში აღნიშნულია, რომ „... დადგა აუცილებლობა კანონმდებელმა მეტი ყურადღებითა და დაკვირვებით გაარჩიოს - ვინ არის ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი, პირი - რომელიც მხოლოდ მოიხმარს მას, თუ პირი, რომელიც ასაღებს, ეწევა ნარკოტიკების გასაღებას. ამ მიზნით 260-ე მუხლმა განიცადა არსებითი ცვლილება. კანონმდებელმა გამიჯნა და შედარებით შემცირებული სანქცია დაუწესა მათ ვინც უკანონოდ დაამზადებს, აწარმოებს, შეიძენს, შეინახავს, გადაზიდავს ან გადაგზავნის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, პირადი მოხმარების მიზნით, ხოლო სანქციის ზღვარი გაუზარდა მათ, ვინც იგივე ქმედებებს ახორციელებს გასაღების მიზნით ან ასაღებს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს“. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯი და ჯერ-ჯერობით კანონპროექტის სახით „ბოლო მოეღო“ მრავალი წლის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ უსამართლო 260-ე და 273-ე მუხლს, რომელიც ექსპერტთა შეფასებით ე.წ. „დრაკონული მიდგომად“ ითვლებოდა და მიმართული იყო ნარკოტიკების მომხმარებლების "წინააღმდეგ". კერძოდ მოქმედი კანონმდებლობა არ ანსხვავებდა (და არ ანსხვავებს) ნარკოტიკების მომხმარებელს ან ნარკომანიით დაავადებულ პირს და ნარკოტიკების გამსაღებელს, შედეგად მრავალი ნარკომანიით დაავადებული პირი გასამართლდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, შენახვა და სხვა ასეთი სახის ქმედება განახორციელა და უმნიშვნელოდ გადააჭარბა კანონმდებლობით დაწესებულ მცირე დოზას, რომელიც მას მხოლოდ და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ესაჭიროებოდა. ნაცვლად ჯარიმისა მათ შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ...

მნიშვნელოვანეს სიახლედ შეიძლება ჩავთვალოთ სისხლის სამართლის კოდექსიდან 273-ე („პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახ-დელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ“) და 274-ე („ნარკომანის მიერ სპეციალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობისათვის ჯიუტად თავის არიდება“) მუხლების ამოღება. ასევე ახალი ტერმინის „ფსიქოაქტიური ნივთიერების“ დამკვიდრება, ნაცვლად მოქმედი კოდექსით გამოყენებული ტერმინთა ერთობლიობისა: ნარკოტიკული საშუალებ, მისი ანალოგი ან პრეკურსორი და ფსიქოტროპული ნივთიერება.

- ადმინისტრაციული-სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება -

ელისუფლების მიერ გამოცხადებულ ლიბერალიზაციის პოლიტიკას გაგრძელება მოყვა და საქართველოს პარლამენტს, ასევე წარედგინა ადმინისტრაციული-სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შესახებ კანონის პროექტი. კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების უპირველეს მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მისწრაფება ჰუმანური და დემოკრატიული საზოგადოების დამკვიდრებისაკენ. იგი გამოხატავს სახელმწიფო კეთილ ნებას ქმედებათა მცირედი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით გაათავისუფლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ჩამდენი პირები, რომელთაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე“. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება შეეხება იმ პირებს, ვის მიმართაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოტანილი დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე უკვე არ აღსრულებულა.  აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 1 დეკემბრამდე სახდელ დადებული პირი თავისუფლდება, როგორც ჯარიმის გადახდისგან, ასევე საურავის გადახდისგან გადაუხდელ ნაწილზე და შესაბამისად პირი ჩაითვლება სახდელდაუდებლად.

დმინისტრაციული-სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შესახებ კანონის პროექტით უფლებამოსილ და თანამდებობის პირებს დაევალათ არ დაიწყონ, აგრეთვე შეწყვიტონ უკვე დაწყებუილი  ადმინისტრაციული წარმოება იმ საქმეებზე, რომელიც ჩადენილია 2007 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო სასამართლოებმა კი უნდა შეწყვიტონ ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა აღნიშნულ პეროდამდე ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო.  

 
 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ცვლილებები „ნარკო" კანონმდებლობაში

ნარკოტიკული  საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს პროექტი

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პროექტი

სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი

საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციული-სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შესახებ

 
 

მოსამართლეებისათვის გასათვალიწინებელი ახალი გაიდლაინები ნარკოტიკების

მოხმარებლების დასასჯელად
ლევან ჯორბენაძე
ონსულტანტი/ადვოკატი
2007 წელის ნოემბერი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა სრულიად მოსამართლეთა კორპუსისადმი მიმართვის დროს აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზანი სასამართლო სისტემის რეფორმის არის სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება და სწორედ მოსამართლეებისათვის გასათვალისწინებული სპეციალური გაიდლაინები აღნიშნულის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ტრადიციული დემოკრატიის სახელმწიფოებს ამ მხრივ საქართველოსთან შედარებით აქვთ უდიდესი უპირატესობა: ეს არის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული და მუდმივად განვითარებადი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც

ქვეყნდება სპეციალური კრებულის სახით (ან ვრცელდება ელექტრონული პროგრამი მეშვეობით კომპიუტერულ ქსელში) და ყველასათვის, პირველ რიგში კი მოსამართლეთათვის არის ხელმისაწვდომი - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ. ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა ე.წ. „გაიდლაინები“.

რეკომენდაციების შესავალ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებს მდიდარი ტრადიცია გააჩნია. „ეს წინადადებები კიდევ უფრო უწყობენ ხელს ნორმათა ერთგვაროვანი გამოყენების პრაქტიკის დამკვიდრებას და, შესაბამისად, მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელების ერთ-ერთ საფუძველს ქმნიან“.

არსებული მდგომარეობის, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზისა და უცხო ქვეყენების აღნიშნული გამოცდილების გაცნობის საფუძველზე, 2007 წლის 5 თებერვალს შეიქმნა სპეციალური კომისია. აღნიშნულმა კომისიამ მონაწილეობა მიიღო „გაიდლაინები“-ს ჩამოყალიბებაში, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს თუ რა სასჯელი უნდა დანიშნოს მოსამართლემ ამა თუ იმ მუხლით პირის მსჯავრდების დროს შესაბამისი გარემოებების არსებობის ან არარსებობის შემთხვევაში.

2006 წლიდან 2007 წლამდე საქართველოს მოსამართლეებმა ყველა ინსტანციიდან მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში სადაც სპეციალური რეკომენდაციები ჩამოყალიბდა. რეკომენდაციების მიხედვით მოსამართლეებს ექნებათ ამა თუ იმ ნორმის ერთნაირი ინტერპრეტაცია, რაც ნიშნავს ერთი და იგივე, იმ სასჯელის დანიშვნას, რომელიც მათ რეკომენდაციებში ექნებათ მოცემული. აღნიშნული რეკომენდაციები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ „გაიდლაინები“ პროკურორებმაც უნდა გამოიყენონ.

„გაიდლაინები“-დან გამომდინარე საქართველოს ყველა ინსტანციის მოსამართლე ერთნაირ სასჯელს დანიშნავს ნარკოტიკული დანაშაულთან მიმართებაშიც, რაც აგრეთვე მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლს. სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით: პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

„გაიდლაინები“-ს მიხედვით ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმრების, ორჯერ ან მეტჯერ ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს სასჯელს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

გასავალისწინებელი გარემოებები  

სასჯელი

273-ე მუხლი გასათვალისწინებელი გარემოებების გარეშე

თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით ან ჯარიმა არანაკლებ 300 ლარი

   

ითანამშრომლა წინასწარ გამოძიებასთან

ჯარიმა არანაკლებ 1000 ლარი

   

არის ნასამართლევი

თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ან ჯარიმა არანაკლებ 3000 ლარი

   

ითანამშრომლა წინასწარ გამოძიებასთან

არის ნასამართელვი

თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით

ამასთან, სხვა მნიშვნელოვანი გარემოების (გარემოებების) არსებობისას, შესაძლებელია მითითებული სასჯელების შემცირება ან გაზრდა ექვს თვემდე ვადით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სანქციის ფარგლებში.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნული არის მოსამართლეთა გაიდლაინების 188-ე გვერდიდან ამონაწერი, რომელიც გვიჩნებს ჯარიმების მნიშვნელოვა ზრდას და ზოგადად სასჯელის გამკაცრებას. მოსამართელეებმა ასევე მხედველობაში უნდა მიიღონ და გაითვალიწინონ ქონების ჩამორთმევის და რეციდივიზმის საკითხებიც.

წარმოდგენილი „გაიდლაინები“ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის #3 ბრძანების საფუძველზე და მოსამართლეთა მონაწილეობით ჩამოყალიბდა. მიზანშეწონილი იქნებოდა ყველას ვინც მონაწილეობას იღებს ასეთი რეკომენდაციების ჩამოყალიბებაში საჭიროა მიეწოდოს ინფორმაცია იმ ნეგატიურ შედეგებზე, განსაკუთრებით ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში, რასაც იწვევს ასეთი მკაცრი საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ინტერპრეტაცია ნორმების.

აუცილებელია, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ ყურადღება მიაქციოს ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების შესახებ არსებულ ინფორმაციას და სხვა შესაბამის დოკუმენტებს, რომ მომავალში შეამციროს მცდელობაც კი ასეთი მკაცრი რეკომენდაციის ფორმირების საფუძვლისა.

 
 

კანონმდებლობა

 
სისხლის სამართლის კოდექსი ნარკოტიკული დანაშაული
 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ „C” ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართათვის /მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის სტრატეგია ჩამოტვირთე სტრატეგია

 
საქართველოს პარლამენტის დადგენილება - უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ ჩამოტვირთე დადგენილება
 
საქართველოს პარლამენტის დადგენილება - საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების შესახებ ჩამოტვირთე დადგენილება
 

საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ჩამოტვირთე კანონი

 
საქართველოს კანონი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ" ჩამოტვირთე კანონი
 
საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ ჩამოტვირთე კანონი
 
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ჩამოტვირთე კანონი
 
საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ჩამოტვირთე კანონი
 

 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით