იურიდიული კონსულტაცია

 

 

უფლება ბლოგი

 

ნარკოპოლიტიკის შეცვლის ახალი სარჩელების ეპოქა

 

ზედოზირების შემთხვევებისას სასჯელი არ დაგეკისრებათ

 

პირველი მარიხუანას აქცია თბილისში

 

ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი

 

 

პასუხისმგებლობა და უფლებები

 
 
 

 

მასიური ნარკოტესტირებების აღმოფხვრის მცდელობა

ნარკო პოლიტიკა საქართველო
ლევან ჯორბენაძე
კონსულტანტი/ადვოკატი
18 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება 725 - ახალი ინსტრუქცეიბი პოლიციელებისთვის ნარკო ტესტირებების ადმინისტრირების მიზნით. ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სჯის ნარკოტიკული დანაშაულის პირველად ჩამდენ პირს 500 ლარიანი ჯარიმით და 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების

გარეშე მოხმარების გამო. ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა და ისჯება გაცილებით მეტი ოდენობის ჯარიმებით, და კონკრეტულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სახდელის გარეშეც შესაძლებელია 14 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაც.  

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი და დაექვემდებაროს ნარკოტესტირებას. პირველივე ნარკოტესტირების დადებითი პასუხი მნიშვნელოვანია, რადგან პიროვნება ჩაიწერება ე.წ. სიაში, რომლის ადმინისტრირებასაც პოლიცია ახორციელებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შეუცვლელი და რთული სიაა. მოცემული სიის სისტემა სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს განსაზღვროს მომდევნო სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურები. ნარკოტესტირებები ხორციელდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პრინციპების დაღვევის ხარჯზე. ხშირ შემთხვევებში ნრკოტესტირებები არის არაეფექტური, უშედეგო და პირდაპირი ნეგატიური ზეგავლენა აქვს ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლეზე. ნარკოტესტირებები პოლიტიკური მოწინააღმდეგების წინააღმდეგ და სხვა უკანონო მოქმედებებისათვისაც გამოიყენება.

ასეთი მასიური ნარკოტესტირებები ყოველთვის კრიტიკის საფუძველი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან. იმისათვის, რომ ასეთი პრაქტიკა აღმოფხვრილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება 725, რომელიც ძალაშია 2015 წლის 1 ოქტომრიდან, მაგრამ იგივე ბრძანება არის სკეპტიციზმის საფუძველი და დამოკიდებულია იმ ფაქტორზე თუ, როგორ იქნება გამოყენებული პრქტიკაში. ახალი ბრძანება კვლავ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ნარკოტესტირება ჩატარდეს შემდეგი შემთხვევების არსებობისას, მაგალითად: ა) სამართალდამცავი უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს; ბ) სამართალდამცავის მიერ „პოლიციის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“-ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.

ბრძანების გ)-ე ქვეპუნქტის შემთხვევაშიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს მანიპულაციის და სპეკულაციის საგანი. იგივე ხდებოდა 2015 წლის 1 ოქტომბრამდეც და მისი ინსტრუქციაში ასახვამ შესაძლებელია არსებული მდგომარეობა არ გამოსწოროს. გარდა ამისა ამავე 725 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი საშუალებას იძლევა გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიება და პირის გამოკვლევაზე იძულებით წარადგენა თუ პირი უარს აცხადებს საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე. 

დეტალური ინსტრუქცია პოლიციელებისათვის იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან, მაგრამ წარმოდგენილი ახალი ბრძანება ასეთი ფართო ინტერპრეტაციებით როგორ იქნება პრაქტიკაში გამოყენებული კვლავ დამოკიდებულია სახელმწიფო და სასამართლო ხელისუფლებაზე.

 

ისარგებლეთ იურიდიული კონსულტაციით